„სიტყვა, როგორც დროსივრცული მიკრომოდელი”

18 ივნისს, 16:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფეისბუქგვერდზე, რუბრიკაში – „შეხვედრა ავტორთან“  წარდგება ნესტან ფიფია თემით -„სიტყვა, როგორც დროსივრცული მიკრომოდელი”.
ნესტან ფიფია ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: 1) სიტყვა-არსისმიერი ფაქტი, ქმნადობის საშუალება და მადლი ლიტერატურაში; 2) სიტყვისადმი ორგვარი დამოკიდებულება (ენდეოთეტური და პროფორისტული); 3) დრო-სივრცე და სიტყვის ძალმოსილება (შტრიხები ოთარ ჩხეიძის ტრილოგიიდან).
ნესტან ფიფია – ფილოლოგიის დოქტორი (ასოცირებული პროფესორი). ამჟამად მუშაობს ზუგდიდის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასწავლო ცენტრის (GLC) ზუგდიდის განყოფილებაში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 2010 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ და ჟურნალმა ,,ჩვენი მწერლობა” ის დააჯილდოვა სიგელით – წლის საუკეთესო პუბლიკაცია ესეისტიკა-დოკუმენტურ პროზაში.
ნესტან ფიფიას გამოკვლევები ქვეყნდება სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში. გამოცემული აქვს მონოგრაფია ,„ძენი დაბნეულნი”, XX საუკუნის 90-იანი წლები ოთარ ჩხეიძის ტრილოგიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები