ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას და ლუდის ხარშვის უძველეს მეთოდს  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს  მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიციას“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს“, – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში.
ბრძანება 17 ივნისს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები