კახა კალაძე: ბაგრატიონის ქუჩის კორპუსის მოსახლეობას მერიისთვის ლიფტის შეცვლის თხოვნით არ მიუმართავს

“თბილისში ბაგრატიონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის მოსახლეობას, სადაც გუშინ ლიფტი ჩაწყდა, მერიისთვის ლიფტის შეცვლის თხოვნით არ მიუმართავს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი პრობლემების მოგვარება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიძლება.

„არანაირი თხოვნა არ ყოფილა, არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით შემოსული. ზოგადად, კონკრეტულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს თუ აქვთ სურვილი, მათ კორპუსებში შეიცვალოს ლიფტი, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. დაახლოებით, 30 მილიონ ლარამდე არის ყოველწლიურად გამოყოფილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ ეს თანხები თავისი და პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვროს და გამოიყენოს. შესაბამისად, თუ მათ აქვთ ამის სურვილი, ამ პროგრამის ფარგლებში არის ეს შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, ღამით ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ლიფტის ჩაწყდომის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები