მამუკა მდინარაძე: 20 ივნისს კონტრაქცია არ იგეგმება

“შემიძლია, სრული პასუხისმგებლობითა და გარანტიით ვთქვა, რომ ეს არის მოგონილი „ფეიკნიუსი“, მოდელირებული ამბავი”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი 20 ივნისს კონტრაქციას.

მდინარაძემ მედიასაშუალებებს მოუწოდა, დაინტერესდნენ, რატომ მოიგონეს გარკვეულმა ტელევიზიებმა ეს ამბავი.

„შემიძლია, სრული პასუხისმგებლობითა და გარანტიით ვთქვა, რომ ეს არის მოგონილი „ფეიკნიუსი“, მოდელირებული ამბავი. მივმართავ ყველა მედიასაშუალებას, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში პრეტენზია აქვს ობიექტურობაზე, კარგად დაინტერესდეს, რატომ მოიგონა ერთმა თუ ორმა ტელევიზიამ ეს ამბავი იმისთვის, რომ ან ვთქვათ გაებრაზებინათ მოქალაქეები, რომ ამის გამო მოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის მიერ დაგეგმილ აქციაზე, ან დააპირისპირონ საზოგადოება, ან მერე თქვან, რომ „აი, ჩვენ რომ ვთქვით, შეეშინდათ და აღარ გააკეთეს კონტრაქციაო“. ბევრი ვერსია შეიძლება იყოს”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები