17 ივნისი მსახიობ თამუნა ნიკოლაძის დაბადების დღეა

17 ივნისი მსახიობ თამუნა ნიკოლაძის დაბადების დღეა. „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი თამუნა ნიკოლაძე დაიბადა 1978 წლის 17 ივნისს.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტისა დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი 1999 წელს.
ფართო მაყურებლისათვის ცნობილია პოპულარული ტელესერიალით „შუა ქალაქში“. მისი როლები მკვეთრად განსხვავდება ერთანეთისაგან, მას შეუძლია როგორც კომედიური, ასევე ტრაგიკული როლების მორგება. 3 წლის ასაკში პირველად რომ გამოჩნდა სცენაზე – 1981 წელს მარჯანიშვილის თეტრში ითამაშა სპექტაკლში “შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”. 2003 წელს გახდა სტუდენტური ფესტივალის “დებიუტის” აღმოჩენა – ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი.
მსახიობს პოპულარობა მოუტანა სერიალმა „შუა ქალაქში“. იგი ახლა მონაწილეობს ახალ სერიალში – „დიდი ოჯახი“.

ფილმოგრაფია:

  • 2005: „დედა“ (ლიზა), რეჟ. ნიკა გელაშვილი;
  • 2008: „იდიოტოკრატია“ (ელენე), რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი;
  • 2009: „ყველაფერი კარგად იქნება“ (ტერორისტი ქალი), რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი;
  • 2011: „ისპაჰან – ბათუმი“, რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი.

ნათამაშები როლები:

თავისუფალი თეატრი

  • „მონადირე“;
  • „ივანოვი“,  რეჟ. გიორგი შალუტაშვილი;
  • ავთო ვარსიმაშვილი – „სხვების ცხოვრება“, რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი;
  • „აჩრდილები“;
  • „ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე“;
  • „ბავშვის თვალებით“;
  • „პეპი გრძელი წინდა“;
  • „მშვენიერი ქართველი ქალი“;
  • „ბინა ყიფშიძის ქუჩაზე“;
  • „იდიოტოკრატია“;
  • „კავკასიური ცარცის წრე“, რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი;
  •  ავთო ვარსიმაშვილი – „ვალსი ძილის წინ“, რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი;
  • ჰენრიკ იბსენი – „თოჯინების სახლი“, რეჟ. ვანო ხუციშვილი;
  • ვანო ხუციშვილი – „რა დროს შექსპირია?!“, რეჟ. ვანო ხუციშვილი;
  • ავთო ვარსიმაშვილი -„ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“;  რეჟისორები – ავთო ვარსიმაშვილი, ნიკო გომელაური;
  • უილიამ შექსპირი – „რიჩარდ III“, რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი.

სამეფო უბნის თეატრი:
„აქ, ამ სავანეში“ – რეჟ. თემურ ჩხეიძე.

ბავშვობაში მან  მარჯანიშვილის თეატრში ითამაშა სპექტაკლი – „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“. ამ სპექტაკლში პატარა თამუნა ნიკოლაძე და ჯაბა კილაძე ერთად მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები