კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ “ქართული ოცნება” არანაირ კონტრაქციას არ გეგმავს
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ “ქართული ოცნება” არანაირ კონტრაქციას არ გეგმავს”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი 20 ივნისს კონტრაქციას.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, არანაირ კონტრაქციას “ქართული ოცნება” არ გეგმავს. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში”, – აღნიშნა კალაძემ.