„ვეფხისტყაოსნის“ტექსტის ფრაგმენტის შემცველი უადრესი ნიმუში

17 ივნისს – „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა ვაჰანის ქვაბების ზედა ტაძარში, კლდეზე (XV-XVI საუკუნე) არსებული წარწერის პალეოგრაფიული პირის ფოტოს აქვეყნებს.

„ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.
ნუ, თუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა!
ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა…”

ეს წარწერა „ვეფხისტყაოსნის“ტექსტის ფრაგმენტის შემცველ და დღემდე მოღწეულ უადრეს ნიმუშად ითვლება.
მხედრული წარწერა შესრულებულია ვაჰანის ქვაბების ზედა ტაძარში, კლდეზე [XV-XVI საუკუნე; წარწერის პალეოგრაფიული პირის ფოტო].

რუსთველოლოგის, პროფესორ აკაკი შანიძის მიერ ფოტოზე დართული ინფორმაციის მიხედვით, პალეოგრაფიული პირი გადაიღო „მე-3 კურსის სტუდენტმა ვლად. წოწელიამ, რომელიც ვარძიის ტურისტთა სახლის დირექტორი და მეთოდისტია. კალკაზე ასოებს მე მოვავლე ტუში, რომ უფრო გამოსულიყო. ვ. წოწელიამ ჩამომიტანა 15.X.939. ა. შანიძე“.

ფოტოს ავტორი: კონსტანტინე ზანისი.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები