მსოფლიოს წამყვანმა გამომცემლობამ ქართველი მეცნიერის იუბილეს წიგნი მიუძღვნა 

თსუ პროფესორის, გიორგი ჯაიანის 75 წლის იუბილეს მსოფლიოს წამყვანმა სამეცნიერო გამომცემლობა  Springer-მა წიგნი -„გარსების, ფირფიტების და ღეროების ანალიზი“ მიუძღვნა.
თსუ-ს ინფორმაციით, წიგნში შესულია 13 ქვეყნის (ავსტრია, აშშ, ბულგარეთი, გერმანია, იტალია, მექსიკა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სომხეთი, უკრაინა) სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლების 24 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გარსთა თეორიის მიმართულებით მიღებული უახლესი შედეგებია მოყვანილი.
მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრის, თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის მექანიკის კათედრის გამგის, პროფესორ გიორგი ჯაიანის კვლევები ძირითადად ილია ვეკუას გარსებისა და ფირფიტების თეორიის განვითარებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები