უკრაინაში კარანტინი 31 ივლისამდე გახანგრძლივდა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა, ქვეყანაში ადაპტირებული კარანტინი არასახარბიელო ეპიდვითარების გამო, 31 ივლისამდე გაახანგრძლივა. შემზღუდავი ზომების გამკაცრება ყველა რეგიონს დამოუკიდებლად შეეძლება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

12 მარტს უკრაინის მთავრობამ ერთი თვის საერთო ეროვნული კარანტინი გამოაცხადა, რომელიც რამდენჯერმე გახანგრძლივდა. 11 მაისიდან რიგი შემზღუდავი ზომა შესუსტდა.

17 ივნისის მდგომარეობით, უკრაინაში კორონავირუსით 33234 ადამიანია ინფიცირებული, 943 გარდაცვლილია, 14943 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები