ფიტარეთში სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა

ფიტარეთში სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა.
„საყდრისის კომიტეტის“ წევრები მონიტორინგის მიზნით ფიტარეთში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოებისთვის მომზადების პროცესს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „საყდრისის კომიტეტი“ 2016 წლის შემოდგომიდან იცავს და უვლის ფიტარეთის მონასტერს, „საყდრისის კომიტეტის“ ორწლიანი ბრძოლის შედეგად 2018 წელს მონასტრის გადასახური სამუშაოები დაიწყო, რომელიც წელს უნდა დასრულდეს, ასევე 2019 წელს, „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივითა და ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ქვისა და კედლის მხატვრობის კვლევა ჩაატარა, რამაც დაადასტურა აქტივისტების შიში მონასტრის მძიმე მდგომარეობის შესახებ.
ჩატარებული კვლევის დასკვნამ ასევე აჩვენა, რომ დროული ჩარევის შემთხვევაში უნიკალური სამონასტრო კომპლექსის გადარჩენა შესაძლებელი იყო.
2019 წლის დეკემბრიდან „საყდრისის კომიტეტმა“ დაიწყო მონასტრის გადარჩენისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი.
2020 წელს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეზღუდვების გამო მონასტრის გადასახური სამუშაოებისთვის მზადება გვიან დაიწყო, თუმცა უკვე იჭრება ქვები და წლის ბოლომდე ფიტარეთის მონასტერი სრულად იქნება გადახურული.
გარდა ამისა, უახლოეს ხანში იწყება მონასტრის ქვისა და ფრესკების კონსერვაციის პირველი ეტაპი (სამუშაოები 2 წელს გასტანს),
ასევე უკვე დაწყებულია კომპლექსის პროექტირება, მიმდინარეობს აზომვითი სამუშაოები, პროექტის შედგენა მოგვცემს საშუალებას მომავალში მოხდეს მონასტრის გალავნის რეაბილიტაცია და ძველი ბიბლიოთეკა – მარნის სრული აღდგენა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე ადგილზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც“, – აღნიშნულია ფეისბუქგვერდზე – „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისათვის“.

„საყდრისის კომიტეტის“ ფოტოები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები