სომხეთში კორონავირუსით მედიცინის 971 თანამშრომელია ინფიცირებული
სომხეთში 10 ივნისის მდგომარეობით კორონავირუსი მედიცინის 971 მუშაკს აქვს დადასტურებული.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
აღინიშნება, რომ მედიცინის მუშაკებს შორის გარდაცვალების ერთი ფაქტია დადასტურებული.
რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 033 შეადგენს, 302 ლეტალური შემთხვევაა, 6814 პირი გამოჯანმრთელდა.