17 ივნისი „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღეა
17 ივნისი „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღეა. ვირტუალურ სივრცეში „ვეფხისტყაოსნის“ ონლაინკითხვა გაიმართება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი:
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ინიციატივითა და ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, პანდემიის პირობებში იძულებულნი ვართ, „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა ვირტუალურ სივრცეში გადმოვიტანოთ.
ყველას, ვისაც გიყვართ რუსთაველი და მისი უკვდავი პოემა, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.
შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე საყვარელი ფრაგმენტი, ჩაწერეთ მობილურით და თქვენი პირადი გვერდიდან გაგვიზიარეთ ჰეშთეგით“:
#ვეფხისტყაოსნისსაჯაროდკითხვისდღე
#ზუგდიდისმუნიციპალიტეტისმერია
#ზუგდიდისმუნიციპალიტეტისბიბლიოთეკებისმართვისცენტრი