სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 18 ათასს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსის კიდევ 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 18 033 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 9 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 302 ლეტალური შემთხვევაა.

6814 პირი გამოჯანმრთელდა, მკურნალობას 10818 პაციენტი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები