გიორგი გახარია: იმისთვის, რომ მოქალაქე გამოგყვეს, დაგიჯეროს და გენდოს, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს სრულად ინფორმირებული

“იყო რამდენიმე მკაცრი ღონისძიება, რომლის მიღებისას ჩვენ კიდევ ვმსჯელობდით და საზოგადოებრივი აზრი უკვე მზად იყო და ითხოვდა კიდეც, ამ ღონისძიებების მიღებას, იმიტომ, რომ მათ ირწმუნეს, მიხვდნენ, რომ ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო მოქალაქეზე ზრუნვა და ხელისუფლება ახერხებდა წარმატებით და ეფექტურად ეს გაეკეთებინა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
“უნდა გყავდეს ასეთი სპეციალისტები, ვისი რეკომენდაციებიც შესაძლებელია, რომ მოისმინო. აქ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იქნება პირველადი. როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ, გლობალურ კრიზისზე, რომელიც ეხება როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, დაწყებული ეკონომიკიდან, შემოსავლებიდან, დამთავრებული მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესის ცვლილებით და ა.შ. აქ თანამშრომლობის ხარისხი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მოქალაქის მზაობის ხარისხიც მაღალი უნდა იყოს, რომ დათანხმდეს იმ თამაშის წესებს, რომელსაც ხელისუფლება პროფესიონალების რეკომენდაციების საფუძველზე სთავაზობს.
„არ არის ეს მარტივი საკითხი, ეს საკმაოდ რთული ქიმიაა, ამასთან, თუ დავამატებთ ჩვენს ემოციურ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ვიმყოფებით, ეს საკმაოდ რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია. მსგავსი მაგალითები აძლევს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, რომ მეტი ნდობა ჰქონდეს ხელისუფლებისადმი და ხელისუფლებას მეტი ნდობა ჰქონდეს მოქალაქის. ეს იყო გარკვეული კონტრაქტი მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის. მოტივაცია ძალიან მარტივია. გაიხედეთ რა ხდება რეგიონში და მიხვედით, რა არის ხელისუფლების მოტივაცია. ხელისუფლება მიხვდა, იმისთვის, რომ მოქალაქე გამოგყვეს, დაგიჯეროს და გენდოს, პირველი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სრულად ინფორმირებული. მეორე, უნდა ხედავდეს, რომ არა პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ამბიციები დგება პირველ რიგში, მსგავსი, ჯანმრთელობასთან, სიცოცხლესთან დაკავშირებული საკითხების დროს, არამედ მოქალაქეზე ზრუნვა დგება პირველ რიგში. ეს, რა თქმა უნდა, ამ  სოლიდარობას აძლიერებს. შემდგომ, მან შედეგებით უნდა დაინახოს, რომ კი, ეს ერთობლივი, სოლიდარული ქმედებები, შეზღუდვები, ამ შეზღუდვებზე დათანხმება, ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ მკაცრი ღონისძიებების მიღება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები