აზერბაიჯანში კორონავირუსის კიდევ 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსით კიდევ 338 ადამიანია ინფიცირებული, სულ 10 662 პირია.
ოპერატიული შტაბის განახლებული მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 4პაციენტი ემსხვერპლა, სულ რესპუბლიკაში 126 ლეტალური შემთხვევაა.
5 948-მა პირმა დაავადება დაამარცხა, 4 588 მკურნალობას აგრძელებს.