ბრიტანელი მეცნიერების კვლევა: “დექსამეტაზონი” COVID-19-ის პაციენტებში სიკვდილიანობას ამცირებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით პრეპარატი “დექსამეტაზონი” COVID-19-ით ინფიცირებულთა სიკვდილიანობას დაახლოებით 1/3-ით ამცირებს.

მკვლევარები ახალი ტიპის კორონავირუსის​ თერაპიის რანდომიზებულ კვლევას (RECOVERY) ატარებენ.

RECOVERY-ის კვლევის ფარგლებში, 2 104 პაციენტი, 10 დღის განმავლობაში, დღეში ერთ 6 მგ დექსამეტაზონს იღებდა. მათი შედეგები შედარებული იყო 4 321 პაციენტის შედეგებთან, რომლებიც დექსამეტაზონს არ იღებდნენ.

კვლევის თანახმად, სასუნთქ აპარატზე მიერთებულ პაციენტებში დექსამეტაზონმა სიკვდილის რისკი 40%-დან 28%-მდე შეამცირა, ხოლო პაციენტებში, რომლებიც ჟანგაბის თერაპიას გადიოდნენ – 25%-დან 20%-მდე. პრეპარატს შეუძლია ორგანიზმის იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქციის, ე.წ. ციტოკინური შტორმის კონტროლი.

მკვლევარების შეფასებით, დექსამეტაზონი კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდანვე რომ გამოეყენებინათ, დიდ ბრიტანეთში 5 000 პაციენტის სიცოცხლე გადარჩებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები