რატი იონათამიშვილი: მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალური ოპოზიცია ერთიანი სიით გამოვა თუ – ცალ-ცალკე
“მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალური ოპოზიცია სამაჟორიტარო ან პროპორციული მიმართულებით არჩევნებზე ერთიანი სიით გამოვა თუ – ცალ-ცალკე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე შემთხვევაში ოპოზიციას არჩევნებზე ერთნაირი შედეგი ექნება.
„ვფიქრობ, არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს რადიკალური ოპოზიცია სამაჟორიტარო ან პროპორციული მიმართულებით ერთიანი სიით გამოვა თუ – ცალ-ცალკე, რადგან ერთნაირი შედეგები ექნებათ არჩევნებზე და ვფიქრობ, ბევრი მათგანისთვის ეს არჩევნები შეიძლება, ბოლოც კი იყოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.