კელი დეგნანი: კახეთი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ადგილი ტურისტული თვალსაზრისით როგორც საქართველოსთვის, ასევე, საერთაშორისო კუთხით
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი კახეთის რეგიონს სტუმრობდა.
ელჩის თქმით, კახეთი უმნიშვნელოვანესი ადგილია ტურისტული თვალსაზრისით როგორც საქართველოსთვის, ასევე, საერთაშორისო კუთხით.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები ქალაქ თელავში და შევიტყობ კიდევ უფრო მეტს ამ ქალაქისა და, ზოგადად, კახეთის რეგიონის შესახებ. როგორც მეუბნებოდნენ, მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულსა და მერთან. ჩვენ ვისაუბრეთ უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოების გზებზე. მოგეხსენებათ, ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ფართოა და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: კარგი მმართველობა, ეკონომიკური განვითარება, თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის კუთხით. რა თქმა უნდა, განვიხილეთ „კოვიდ-19“-ის შედეგები და ის, თუ როგორ უბრუნდება რეგიონი ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რადგან კახეთი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ადგილი, ტურისტული თვალსაზრისით, როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის კუთხით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.