“ვის რა დამოკიდებულებაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული ადამიანების მიმართ, მხოლოდ გაბუნიაზე არ არის ლაპარაკი, სიცოცხლის წართმევა არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ – კრიმინალური დანაშაული”

“მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ასეთი ბოროტი განზრახვა”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდირების ფაქტს.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ – კრიმინალური დანაშაულიც.

“ვის რა დამოკიდებულებაც  უნდა ჰქონდეს კონკრეტული ადამიანების მიმართ, მხოლოდ გაბუნიაზე არ არის ლაპარაკი. სიცოცხლის წართმევა, რასაკვირველია, არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ – კრიმინალური დანაშაული.

მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ასეთი ბოროტი განზრახვა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში – ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები