რატი იონათამიშვილი: ჩვენი გუნდი შეთანხმების ერთგულია, რადიკალური ოპოზიციური ძალები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს თუ არ დაუჭერენ, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება

“ჩვენი გუნდის 92 წევრი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ 8 მარტის შეთანხმების ერთგულია.

„ჩვენი გუნდის 92 წევრი ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ეს პოზიცია არ შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთგულნი ვართ, ხოლო ის ადამიანები, ვინც საუბრობენ იმაზე, რომ რაღაც მიზეზების გამო შეთანხმებას არ შეასრულებენ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებენ, შემდეგ კი მათ პასუხს ქართული საზოგადოება გასცემს. 8 მარტის შეთანხმება არ ყოფილა ორმხრივი შეთანხმება, ფაქტობრივად, პროცესში ყველა საპარლამენტო სუბიექტი იყო ჩართული. რადიკალური ოპოზიციური ძალები, რომლებიც დღემდე არ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებას და მონაწილეობა არ მიიღეს საყოველთაო-სახალხო განხილვებში, თუ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, რაც არჩევნებზე აისახება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები