“სუს-მა თავისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა – გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე – გაბუნია, ღვთის მადლით, საღსალამათია”
“სუს-მა თავისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა – გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე – გაბუნია, ღვთის მადლით, საღსალამათია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინიდან კოორდინებული შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და მან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების, ანუ შეუტყობინებლობის ჩადენის ხარჯზეც კი დამალა ეს ინფორმაცია.
“ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცა გვარამია. გარდა იმისა, რომ მან თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე, მან არ შეასრულა მთავარი, არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო, რაც არც გაბუნიას უარუყვია.
რა ინფორმაცია დაგვიგროვდა საქართველოს მოქალაქეებს გვარამიას ბირფინგის, გაბუნიას კომენტარისა და სუს-ის განცხადების გაცნობის შემდეგ? გავიგეთ, რომ, სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინიდან კოორდინირდებოდა, საქართველოში ჩამოვიდა, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის ჩადენის მიზნით. ეს ინფორმაცია მიიღეს გვარამიამ და სუს-მა. ორივე სუბიექტს წარმოეშვა როგორც სამართლებრივი, ისე – მორალური ვალდებულება, ყველაფერი ეღონა პოტენციური დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად. სუს-მა თავისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა – გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე. გაბუნია, ღვთის მადლით, საღსალამათია. ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცა გვარამია. გარდა იმისა, რომ მან თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე, მან არ შეასრულა მთავარი (@მთავარი), არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო, რაც არც გაბუნიას უარუყვია. ინფორმაცია, ჯამურად, მწირი გვაქვს, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ინტუიციურად მაინც მივხვდეთ, ვის როგორი შედეგით სურდა, ეს ისტორია დასრულებულიყო.
პ.ს. რომ შევაჯამოთ – უკრაინიდან კოორდინებული შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და მან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების (უმოქმედობის), ანუ შეუტობინებლობის ჩადენის ხარჯზეც კი დამალა ეს ინფორმაცია. დასკვნები თქვენთვის მომინდია”, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, „მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ინგუში, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გინების გამო, რამზან კადიროვის დავალებით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა.
თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის ისედაც ნათელი იყო საფრთხის არსებობა, რადგან კადიროვს არც დაუმალავს, რომ “მისი გამოსვლის შემდეგ რაღაც დაემართებოდა”.