მსოფლიოში კორონავირუსით 8 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიოში კორონავირუსით 8 034 461 ადამიანია ინფიცირებული, 436 901 პირი გარდაიცვალა, 3 857 339 კი განიკურნა.

ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი.

ინფიცირების მაჩვენებლით ანტირეკორდს ისევ აშშ ამყარებს, სადაც ვირუსი 2 114 026 ადამიანს აქვს დადასტურებული, 116 127 გარდაცვლილია და 576 334 განკურნებული.

მეორე ადგილზე ბრაზილიაა, ქვეყანაში კოვიდ19 – 888 271 პირს აქვს დადასტურებული, 43 959 ლეტალური შემთხვევა და 477 709 გამოჯანმრთელებული.

ასევე, მზარდია რუსეთში ინფიცირების სტატისტიკა. ქვეყანაში 536 484 დაავადებულია, 7 081 გარდაცვლილი და 284 021 კლინიკიდან გაწერილი.

ინდოეთი მსოფლიო სტატისტიკაში მეოთხე ადგილზეა, აქ 343 091 ინფიცირებული, 9 900 გარდაცვლილი და 180 013 განკურნებულია.

ბრიტანეთში 298 315 დაავადებულია, 41 821 გარდაცვლილი და 100 284 გამოჯანმრთელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები