ონლაინშეხვედრები – რუსუდან ბოლქვაძე
18 ივნისს, 18:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფეისბუქგვერდზე მსახიობ რუსუდან ბოლქვაძესთან ონლაინშეხვედრა გაიმართება.
„ძვირფასო მაყურებლებო, შეხვედრა იქნება ინტერაქტიული. ონლაინრეჟიმში შეგეძლებათ, კითხვა დაუსვათ მსახიობს და მასთან ერთად იმსჯელოთ როგორც მის როლებზე, ასევე თუმანიშვილის თეატრის აწმყოზე /თუ ვინმეს აინტერესებს, წარსულზეც/, და რაც მთავარია, მომავალზე. იმედია, ერთად გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს და მალე შევხვდებით ჩვენს პატარა, ლამაზ და განსაკუთრებულ თეატრში“, – აღნიშნულია კინომსახიობთა თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.