ყირგიზეთის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

ყირგიზეთის პრემიერმა, მუჰამედკალი აბილგაზიევმა თანამდებობა დატოვა.

ამის მიზეზი გახდა მაისში ქვეყნის პარლამენტში დაწყებული სკანდალი, რომელიც რადიოსიხშირეებს უკავშირდება. დეპუტატების თქმით, სიხშირის 200 მეგაჰერცი ქვეყნის ერთ-ერთი მობილური ოპერატორისთვის უკანონოდ იქნა მიყიდული, რის შედეგადაც ქვეყანას მრავალმილიონიანი ზარალი მიადგა.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში დაკავებულია კავშირგაბმულობის სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი დირექტორი – ნატალია ჩერნოგუბოვა და სპეცსამსახურების რამდენიმე თანამშრომელი.

პარლამენტის 20 მაისის სხდომაზე დეპუტატმა ჟანარ აკაევმა ივარაუდა, რომ საქმესთან კავშირი შესაძლოა, პრემიერსაც ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები