ჰუბერტ ქნირში: ვიმედოვნებ, რომ ოქტომბერში საქართველოს უკეთესი საარჩევნო სისტემა ექნება
“საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს, ჩემს კოლეგებთან ერთად ამ პროცესს ვაკვირდები”, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ოქტომბერში უკეთესი საარჩევნო სისტემა ექნება.
“საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს, ჩემს კოლეგებთან ერთად ვაკვირდები ამ პროცესს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს უკეთესი საარჩევნო სისტემა ექნება ოქტომბერში, როცა არჩევნები გაიმართება. ჩვენ ველოდებით დემოკრატიულ გამოცდას პოლიტიკურ პარტიებში, ველოდები არჩევნებს, რაც იქნება დემოკრატიის ფესტივალი”, – განაცხადა ელჩმა.