დიდი იტალიური კინოს ისტორიები – ორი მასტერკლასი
15-21 ივნისს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით იმართება იტალიური კინოს მესამე მსოფლიო კვირეული.
იტალიური კინოს მესამე მსოფლიო კვირეულის, #FareCinema-ს ფარგლებში, პორტალზე www.raiplay.it ორი მასტერკლასი გაიმართება.
„თქვენ გელით ჯანი კანოვასა და ჯანფრანკო ანჯელუჩის ორი მასტერკლასი, რომლებიც ფედერიკო ფელინის, ალბერტო სორდისა და თანამედროვე იტალიურ კინემატოგრაფს ეძღვნება.
დიდი იტალიური კინოს ისტორიები, ფერები, შუქები და პერსონაჟები“, – აღნიშნულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელი კვირეული ტარდება ონლაინრეჟიმში, რადიო-ტელევიზია RAI-ს მხარდაჭერით.
კვირეულის ფარგლებში პორტალზე #RaiPlay (https://www.raiplay.it/fare-cinema/) განთავსდა იტალიური ფილმები, მასტერკლასები, კინოკრიტიკოსების მიმოხილვები და ვიდეოგაკვეთილები ინგლისური, ფრანგული და ესპანური სუბტიტრებით.
პორტალზე შესაძლებელია შემდეგი ვიდეოგაკვეთილების ნახვაც:
• კინოწარმოების მენეჯერი (ბეატრიჩე კრუგერი, ლილია ტრაპანი, ბარბარა ჯორდანი);
• კინოპროფესიები (ენცო დე კამილისი);
• პროდიუსერი (კორადო ტრიონფერა);
• კინოდოკუმენტალისტი (პიერო კანიცარო);
• კომპოზიტორი (რიკარდო ებერშპახერი, სტეფანო რეალი, პაოლო ვივალდი);
• კოსტიუმების მხატვარი (კარლო პოჯოლი, იზაბელ კაიო, ევა კოენი);
• სცენარისტი (სილვია სკოლა);
• სცენოგრაფი (მარკო დენტიჩი);
პორტალზე #RaiPlay ასევე ხელმისაწვდომია თანამედროვე იტალიური სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.