„მთვარიანი ღამე“ – ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეიდან
სანამ მუზეუმი დაკეტილია, თელავის ისტორიული მუზეუმი დისტანციურად წარმოადგენს ფერწერულ ტილოს ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეიდან, სახელწოდებით – „მთვარიანი ღამე“ (ტილო, ზეთი. 180X120).
ტილოს ავტორია თელაველი მხატვარი – გივი თორაძე.
გივი თორაძე დაიბადა 1935 წელს. არის მხატვარი-ფერმწერ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და მოსკოვის გორინის სახელობის რესტავრაციის ინსტიტუტი. ჰუმანიტარული მეცნიერებების აკადემიის საპატიო დოქტორია. უამრავი გამოფენის მონაწილეა როგორც ჩვენთან, ასევე საზღვრებს გარეთ.
თელავის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების ფონდში დაცულია მხატვრის კიდევ ხუთი ფერწერული ტილო.