5 ფილმი ნამდვილ მეგობრობაზე
„ჩაის სახლი ბაღში“ აგრძელებს კინოჩვენებების სერიას, რომელიც წინა კვირას დაიწყო. შემდეგი კვირის თემატიკა მეგობრობაა, მსურველი ნახავს 5 ფილმს ჭეშმარიტ მეგობრობაზე.
„კარანტინის პერიოდში ყველა სხვა პრობლემასთან ერთად, მეგობრები ძალიან მოგვენატრა და მათ სიშორეს განვიცდიდით, თუმცა ამ დროს ერთანეთის გვერდში დგომა შორი-შორს ყოფნას ნიშნავდა. ახლა კი გაქვთ შესაძლებლობა, ჩვენს მშვიდ და ლამაზ “კინოთეატრში” ეს სიცარიელე შეივსოთ და კინოშედევრები საყვარელ მეგობრებთან ერთად ნახოთ. დასწრება თავისუფალია“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
15.06 – The Intouchables / „ხელშეუხებელნი“
ნამდვილი ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც, წესით, ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთი პარალიზებული არისტოკრატია, რომელიც უბედური შემთხვევის დროს დაშავდა და მეორე – მისი მომვლელი ახალგაზრდა კაცი.
16.06- Мамма Mia! / „მამა მია“!
ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს, მაგრამ არ იცის, მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.
17.06- My best friend’s wedding / „საუკეთესო მეგობრის ქორწილი“
როდესაც იგი იგებს, რომ მისი დიდი ხნის პლატონური მეგობარი, მაიკლ ონილი ცოლად მაღალი წრის ქალს – კიმბერლი უოლასს, ირთავს, კვების მიმომხილველი კრიტიკოსი, ჯულიან პოტერი მიხვდება, რომ მაიკლისადმი წრფელი გრძნობები ამოძრავებს და წყვილის ქორწილის ჩაშლას გადაწყვეტს.
18.06- The Heat / „პოლიციელები კაბებში“
ცენტრალური დაზვერვის ბიუროს აგენტი, სარა ეშბერნი ნიჭიერი გამომძიებლის რეპუტაციით სარგებლობს, მას აგზავნიან ბოსტონში საქმის გამოსაძიებლად და არაპროგნოზირებად თანაშემწეს – შენონ მალინს უნიშნავენ.
19.06- Lady Bird / „ლედი ბერდი“
ფილმი უფროსკლასელის ისტორიაზეა, რომელმაც ერთი წელი გაატარა საკრამენტოში. მთავარი გმირი ცდილობს, გაიქცეს მისი პატარა მშობლიური ქალაქიდან, მისი უფროსი ნახევარძმის დახმარებით.
მის: სივრცე თსუ-ს I კორპუსის ეზოში (ჭავჭავაძის გამზ.№1).