„მუსიკალური საკრავები ძველ ქართულ ხელოვნებაში“

ხელოვნების სასახლე ხელოვნების სასახლის ეთნომუსიკოლოგ ქეთევან ბაიაშვილთან ერთად აქვეყნებს  საინტერესო მასალას თემაზე: „მუსიკალური საკრავები ძველ ქართულ ხელოვნებაში”.
ამ სურათებით ხელოვნების სასახლე აგრძელებს აქციას და ამჯერად წარმოადგენს ბათუმის საკათედრო ტაძრის უნიკალურ ვიტრაჟებს (ყოფილი კათოლიკური კათედრალი). აქ ანგელოზები საკრავებით არიან გამოსახულნი, ეს ულამაზესი სცენა 150-ე ფსალმუნის თავისებური ილუსტრაციაა:
„ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.
ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები