მედია: პაკისტანში ორი ინდოელი დიპლომატი დაიკარგა

“ისლამაბადში ინდოეთის უზენაესი კომისიის შემადგენლობის ორი დიპლომატი დაიკარგა”, – იტყობინება ტელეკომპანია NDTV.

აღინიშნება, რომ ინდოეთის მთავრობამ მომხდართან დაკავშირებით პაკისტანის მთავრობას უკვე მიმართა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიუ დელიში, სავიზო განყოფილებაში მომუშავე ორი პაკისტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში იყო დადანაშაულებული და ქვეყნიდან გაძევებული.

NDTV აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ისლამაბადში ინდოელ დიპლომატებზე თვალთვალის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

მარტში პაკისტანში ინდოეთის უზენაესმა კომისიამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა,სადაც აღნიშნული იყო, რომ ინდოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალსა და ოფიცრებზე დევნა ხორციელდება.

ინდოეთში აღნიშნავენ, რომ მხოლოდ მარტში 13 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა 2019 წლის 5 აგვისტოს მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიუ დელიმ ჯამუსა და ქაშმირის შტატები გააუქმა და მათ ნაცვლად ორი მოკავშირე ტერიტორია შექმნა. პაკისტანში გადაწყვეტილება მკვეთრად დაგმეს, რადგან ქაშმირის ნაწილზე პრეტენზიას აცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები