ნათია მეზვრიშვილი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დღეიდან მოიხსნება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დღეიდან მოიხსნება.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ გეტას. მოგეხსენებათ, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს და ეს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სოფელ გეტაში დღეიდან მოიხსნება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.