ონლაინდისკუსია ნინო ხარატიშვილთან
15 ივნისს, 19 საათზე, ევროპის დღეებისა და პროექტის „მე – ევროპელი“ ფარგლებში, გაიმართება ონლაინდისკუსია მწერალთან, დრამატურგსა და რეჟისორთან ნინო ხარატიშვილთან. დისკუსიის თემაა: „ევროპა-საქართველოს მერვე სიცოცხლე“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მწერალი ევროპისა და საქართველოს კულტურული კავშირების, ქართული და ევროპული იდენტობის, საბჭოთა წარსულის მანკიერებისა და თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ თავისი წიგნის „მერვე სიცოცხლე ბრილკას“ ჭრილში ისაუბრებს.
დისკუსიას მოდერაციას გაუწევს მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და ამ მხრივ განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
დისკუსია გაიმართება ქართულ ენაზე.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/jitx2oH1DEbDEDJQ8
სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ ბმულს, რომლის საშუალებითაც ჩაერთვებიან ონლაინდისკუსიაში.