პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავს.

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ხელმძღვანელის, ლევან გოფოძის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში დარჩენილი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ დაცალა თავისი კლინიკა. დარჩენილი ჰყავდათ ერთი პაციენტი, რომელსაც ნათესავები ჰყავდა ჩვენს კლინიკაში და ძალიან გვთხოვა ბატონმა ლევანმა, გვერდით დავდგომოდით, რათა ხვალიდან მულტიფუნქციურ რეჟიმში გადავიდეს კლინიკა. შესაბამისად, ეს პაციენტი ჩვენთან გადმოვიდა და აქ აგრძელებს მკურნალობს“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები