ზურაბ ქადაგიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მინისტრმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქართულ ჯარს ღირსეული ხელმძღვანელი ჰყავს

„საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით წარსდგა. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო საქმიანი და არგუმენტირებული, მინისტრმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქართულ ჯარს ჰყავს ღირსეული ხელმძღვანელი, რომელიც არ გაურბის მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ყველაფერს აკეთებს ჯარის და ქვეყნის წინსვლისთვის”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის” დამფუძნებელი ზურაბ ქადაგიძე აცხადებს.

მისი თქმით, მსგავსი სიდიდის აღმშენებლობა ქართულ ჯარის ისტორიაში არ ყოფილა.

„ზოგადად ადამიანის შეფასებისთვის საუკეთესო ინდიკატორი მის მიერ გაწეული საქმიანობაა და არა სიტყვები, რაც შეეხება სიტყვებს მიღმა გაკეთებულ საქმეს, რომელსაც ყველა ვერ ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, ქართულ ჯარში უამრავი პროექტი განხორციელდა და ხორციელდება, რომელსაც საქართველოს ისტორიაში პრეცედენტი არ აქვს.  ქართულ ჯარს, პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ აცვია თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისი უნიფორმა, მოხდა საბინაო რეფორმების განხორციელება, რაც ჯარისკაცს ბინის შეღავათიანი პირობებით შეძენის შესაძლებლობას აძლევს, ასევე პირველად მოხდა, რომ ქართულ ჯარის კვების რაციონი დაუახლოვდა წამყვანი ევროპული ქვეყნების სტანდარტს, ჯარის გამოკვება ხდება ქართული, გაუყინავი ხორცით. განხორციელდა ხელფასების ზრდა, შეიქმნა გაუმჯობესებული, ჯარისკაცზე მორგებული სადაზღვევო პაკეტი, ხორციელდება მასშტაბი ინფრასტრუქტურული პროექტები, მსგავსი სიდიდის აღმშენებლობა ქართულ ჯარის ისტორიაში არ ყოფილა, ეს იმ პროექტების და რეფორმების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს დაიწყო და ხორციელდება”, – აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

მისივე თქმით, მალე საქართველო მოიერიშე საფრენი აპარატების აღდგენა/დამზადებას დაიწყებს, რაც ერთი მხრივ ქართული საჰაერო ძალების გაძლიერებას და აღორძინებას ნიშნავს.

„ჩემთვის, ერთი რიგითი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია თუ რა კეთდება სამხედრო წარმოების აღორძინების და საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაახლოების/თანამშრომლობის კუთხით. რადგან ეს არის ის ორი ქვაკუთხედი, რომელზეც ქართული ჯარი დგას. სასიხარულოა, რომ ღარიბაშვილის თაოსნობით და პირადი ინიციატივით, სამხედრო წარმოების აღორძინება და შექმნა ხორციელდება, გაცხადებულია, რომ მალე საქართველო მოიერიშე საფრენი აპარატების აღდგენა/დამზადებას დაიწყებს, რაც ერთი მხრივ ქართული საჰაერო ძალების გაძლიერებას და აღორძინებას ნიშნავს, მეორე მხრივ კი ქართულ ეკონომიკაში მობილიზებულ ათეულ მილიონ ლარს. საგულისხმოა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” „შეძლო” და ფაქტობრივად გაანადგურა საქართველოს საჰაერო ძალები, ირაკლი ღარიბაშვილი კი საჰაერო ძალებს მეორე სიცოცხლეს ჩუქნის, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს ბრძოლისუნარიანობას და საბრძოლო პოტენციალს.

საგულისხმოა რომ ხდება მოძველებული სამხედრო ტექნიკის განახლება და ახლის შესყიდვა, ასევე ხდება  ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვა, M4 ტიპის შაშხანებით. M4 ტიპის შაშხანებთან ერთად დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფებში სრულად აღიჭურვებიან ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით. მივადექით ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატოს. რომლის წევრობაც საქართველოსთვის დიდი პატივი არის. სულ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალები იყვნენ, მოხდა საქართველოს და ნატოს დაშორება, ყველას გვახსოვს მითი მაპზე უკეთესის შესახებ, რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა, ნატოსგან დისტანცირება, დღეს კი სრულიად შეცვლილი რეალობა გვაქვს, საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ნატოს წევრობასთან როგორც დღეს არის, ამის დასტური გახლავთ მინისტრის გამოსვლა და მის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნატოს წევრობასთან აახლოვებს”, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის” დამფუძნებელი.
ქადაგიძე ასევე, აღნიშნავს, რომ სამარცხვინოა იყო საქართველოს მოქალაქე და ქართული ჯარის წარმატება არ გიხაროდეს.
„სამწუხაროდ ბოლო დროს ქართული ჯარი და პირადად მინისტრი ღარიბაშვილი, არაერთხელ გახდა ოპოზიციის და ცალკეული მედია წარმომადგენლების, წინასწარ დაგეგმილი შეტევის მსხვერპლი, პირველ რიგში ვიტყვი, რომ სამარცხვინოა იყო საქართველოს მოქალაქე და ქართული ჯარის წარმატება არ გიხაროდეს, ამ ადამიანებს კი არათუ უხარიათ ჯარის სიძლიერე, არამედ პირიქით აღიზიანებთ, არაადეკვატურები ხდებიან, რისი მაგალითიც მათ მიერ მოწყობილი ისტერიაა, როცა საზოგადოებაში ქართული ჯარის უპრეცედენტოდ მაღალი (ისტორიული) რეიტინგის შესახებ შეიტყვეს. მინისტრის გამოსვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ არჩეული კურსი არის სწორი, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს, ოპონენტებს კი ქვეყნის წარმატება არ უხარიათ. ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის, სწორედ მაყეფარ ძაღლს მაგონებს ოპოზიცია, რომლის „ყეფაც” სახელმწიფოს წინსვლას და პროგრეს საფრთხეს ვერ შეუქმნის!” – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები