თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე ჩინეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე ჩინეთის მოქალაქე, 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მამაკაცს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება.
შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე.

​როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები