როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია – შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის რჩევები

შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, საზოგადოებას დეზინფორმაციის ამოცნობაში დაეხმარება.
“ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ დეზინფორმაციის ამოცნობაში:

– ინფორმაციის გავრცელებამდე, ყოველთვის გადაამოწმეთ წყარო. დარწმუნდით, რომ ინფორმაცია გავრცელებულია ოფიციალური და სანდო წყაროების მიერ.

– ყურადღება მიაქციეთ ბმულს – ხშირად, ყალბი ამბების გამავრცელებლები, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, იყენებენ სანდო წყაროებთან მიმსგავსებულ ვებგვერდების მისამართებს. ამიტომ,ლ მნიშვნელოვანია, კარგად დავაკვირდეთ ბმულს და დავრწმუნდეთ მის სანდოობაში.

– გადაამოწმეთ ფაქტები –  დარწმუნდით სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეში. გადაამოწმეთ ინფორმაცია სხვა წყაროებში.

– გადაამოწმეთ თარიღები- ყალბი ამბების გამავრცელებლები, ხშირად ავრცელებენ ძველ, არარელევანტურ ამბებს, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. ამიტომ, ყოველთვის გადაამოწმეთ თარიღები და დარწმუნდით, რომ ინფორმაცია არის ახალი.

– ყურადღება მიაქციეთ სათაურს – ხშირად, ყალბი ამბების გამავრცელებლები იყენებენ სენსაციურ სათაურს, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სტატიის ძირითად ტექსტს.

– კარგად დააკვირდით ფოტოებს –  ყალბ ახალ ამბებს ხშირად ახლავს ფოტოები, რომლებიც შეიძლება, სხვა ქვეყანაში/სხვა დროს იყოს გადაღებული. დააკვირდით ფოტოებს და შეეცადეთ, იპოვოთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. ასევე, გამოიყენეთ ფოტო-საძიებო სისტემები.

– სრულად წაიკითხეთ ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გააზიარეთ.

*მომზადებულია ევროკავშირში არსებული სტანდარტების მიხედვით : https://bit.ly/3dUFfQX”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები