ბარძიმი, რომელიც ერეკლე მეორემ კარის ეკლესიას შესწირა
თელავის ისტორიული მუზეუმი, სანამ მუზეუმი დაკეტილია, დისტანციურად წარმოადგენს მემორიალურ ნივთს – ბარძიმს, რომელიც ერეკლე II -მ შესწირა კარის ეკლესიას, XVIII საუკუნის ბოლოს – 1794 წელს.
ექსპონატი ვერცხლის,ოქროს წყალში ამოვლებულია. აქვს რუსული წარწერა, ხოლო სასმისსა და სადგამზე ჩასმული აქვს წმინდანების ფერწერული მინანქრიანი პორტრეტები. (20X12X6 . წონა – 840გრ.)
აღნიშნული მემორიალური ნივთი დაცულია თელავის ისტორიული მუზეუმის ფონდში.