ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს რაკეტა ჩამოვარდა
ბაღდადში, “მწვანე ზონაში”, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს რაკეტა ჩამოვარდა.
ტელეკომპანია Al-Hadath-ის ინფორმაციით, მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
მედიის ცნობით, რაკეტა ერაყის სამხედრო ძალების ერთობლივი ოპერაციების სარდლობის შტაბ-ბინასთან ჩამოვარდა. ამოქმედდა საჰაერო განგაში.
ირკვევა, რომ ჭურვი ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან იყო გაშვებული და მისი სამიზნე, ძალოვნების ვარაუდით, აშშ-ის საელჩო იყო.
დღეს ერაყსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული დიალოგის პირველი ეტაპი იწყება.
ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან და პოლიტიკის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კულტურისა და სხვა სფეროებში ურთიერთქმედების საკითხებზე იმსჯელებენ.