კახა კალაძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე: არსებული კანონით, დედაქალაქის მერიას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, ვინმეს დართოს ნებართვა ან აუკრძალოს აქციის გამართვა

“როგორ ფიქრობთ, ვინმე ადამიანებს უზღუდავს თავისი პროტესტის გამოხატვას? ეგ ხომ შეუძლებელია, ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული კანონით, მერიას არავითარი შესაძლებლობა არ აქვს, რომ ვინმეს დართოს ან აუკრძალოს აქციის გამართვა.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინმე ადამიანებს უზღუდავს თავისი პროტესტის გამოხატვას? ეგ ხომ შეუძლებელია, ჩვენ ეგ წლები ყველამ ერთად წარსულს ჩავაბარეთ. უამრავი სივრცეა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი პროტესტი გამოხატონ და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს. დედაქალაქის მერიას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს იმ კანონის გათვალისწინებით, რაც არსებობს, რომ ვინმეს დართოს ნებართვა ან აუკრძალოს აქციის გამართვა. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლებამოსილება, ეს არის მათი უფლება, ჩაატარონ აქცია იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მოითხოვენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები