ზელენსკიმ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის პირობა დაასახელა

კიევსა და მოსკოვს შორის ადრინდელი ურთიერთობის დაბრუნებას რა დრო დასჭირდება, უცნობია, თუმცა უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნების გარეშე ორ ხალხს შორის კავშირების დამყარება შეუძლებელია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ “უკრაინსკაია პრავდა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ყირიმის დაბრუნების გარეშე ერთობის შესაძლებლობა არ იქნება, შესაბამისად, ვერც ნორმალური, ღია, მეგობრული კონტაქტები გამოვა უკრაინელ და რუს ხალხს შორის, მომავალ თაობებს შორის”, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსი ხალხი მიხვდება და ინანებს იმას, რაც ყირიმში მოხდა და “შერცხვებათ”.

გარდა ამისა, უკრაინის პირველი პირი დარწმუნებულია, რომ ნახევარკუნძული უკრაინის ნაწილი ისევ გახდება.

“არ ვიცი, რამდენი წელი დასჭირდება, რომ ძველი ურთიერთობა დაბრუნდეს. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს”, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები