გიორგი გახარია: ვმუშაობთ გუნდურად და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესი გამჭვირვალეა
“ყველამ ფასეულობებიდან გამომდინარე გააკეთოს თავისი განცხადებები. ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და არავინ მითითებებს არ მაძლევს, თუ ვინმე რაიმე მითითებას მაძლევს, ეს არის ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესი გამჭვირვალეა”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას – გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს და ის რომ პოსტიდან გაათავისუფლეს, იმიტომ მოხდა, რომ არ ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის მითითებებს, თქვენ რა დავალებებს გაძლევთ ბიძინა ივანიშვილი?
მთავრობის მეთაურის თქმით, გუნდის ყველა შეხვედრის შესახებ მედიისთვის ცნობილია.
„ჩვენს ყველა შეხვედრას, თათბირს ყველა ყველაფერს ხედავთ, ზოგჯერ ჩემზე მეტი თქვენ იცით”, – განაცხადა პრემიერმა.