ეროვნული ბიბლიოთეკა და მცხეთის მერია მცხეთაში სკვერის ბიბლიოთეკას გახსნიან  

11 ივნისს, 12:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი – გიორგი კეკელიძე, დირექტორის მოადგილე – მირიან ხოსიტაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი კაპანაძე მცხეთის ცენტრში სკვერის ბიბლიოთეკას გახსნიან.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, წიგნის ბუდეს, რომელიც სკვერში დაიდგმება, ეროვნული ბიბლიოთეკა მოამარაგებს წიგნებით. აქ განთავსებული გამოცემები ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აიღოს და პანდემიის პირობებში, როცა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს, წიგნის წასაკითხად ყველაზე მეტი დრო გამოუთავისუფლდათ, განათლებაზე იზრუნონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები