გიორგი გახარია: შიდა ქართლში გლეხსა და ფერმერს სჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანების ინიციატივები მაქსიმალურად იყოს ათვისებული

“შიდა ქართლში გლეხსა და ფერმერს სჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ შიდა ქართლში ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივები, რომელთა ნაწილი ანტიკრიზისულ გეგმაში აისახება.

„დღეს ვიმყოფებით შიდა ქართლში. შეხვედრა გვქონდა ფერმერებთან. ამ რეგიონში გლეხსა და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული. მათ ჰქონდათ შემოთავაზებები, შენიშვნები იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ანტიკრიზისულ გეგმაში ჩავდეთ ნაწილობრივ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რაც მოსწრებადია”, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები