გიორგი გახარია: პოლიტიკური სპექტრი დღეს ძალიან ტოქსიკურია, მედიაში კი “ფეიკნიუსები” და პროპაგანდაა
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, არჩევნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური სპექტრი ტოქსიკურია. როგორც მან აღნიშნა, მედიაში პოლიტიკური შინაარსის ნიუსების მაგივრად “ფეიკნიუსები” და პროპაგანდაა.
“არჩევნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური სპექტრი დღეს, სამწუხაროდ, არის ძალიან ტოქსიკური.
დღეს მედიაში პოლიტიკური შინაარსის ნიუსები აღარ არის, არის მხოლოდ „ფეიკნიუსებზე“ დაყრდნობილი პროპაგანდა, რაც სამწუხაროა.
როგორც ჩანს, არჩევნებამდე ამ ყველაფერს ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პოლიტიკური და მედიაკულტურა ნელ-ნელა ავიმაღლოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.