ირაკლი კობახიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე: 200 “ნაციონალის” შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით, შესაბამისად, შეუძლიათ, შეიკრიბონ რამდენიც უნდათ

“200 “ნაციონალის” შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით, შესაბამისად, შეუძლიათ, შეიკრიბონ რამდენიც უნდათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს არ კრძალავს.

“კანონი არ კრძალავს პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს, თუმცა აქ მთავარი არის ის, რომ 200 “ნაციონალის” შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით, შესაბამისად, შეუძლიათ, შეიკრიბონ რამდენიც უნდათ.

იქ იდგება 200 “ნაციონალი”, ყველა სათითაოდ შეგვიძლია, დავთვალოთ, ეს უფრო მარტივი იქნება, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი, ალბათ, გარკვეულ სოციალურ დისტანციას დაიცავენ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები