პრემიერი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე: საქართველოში გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცულია
“საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის სრულად დაცული”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც 20 ივნისს დაგეგმილ აქციას ეხებოდა.
„განსაკუთრებით, წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი, არავის მოუვა აზრად ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა. რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.