კახეთის რეგიონში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კახეთის რეგიონში, სოფელ გომბორში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურისა და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების გაზომვას, მონაცემების ონლაინრეჟიმში გადაცემას.
“ახალი მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესებას, შექმნის კახეთის რეგიონში მიკროკლიმატური რეჟიმის ობიექტურად შეფასების საშუალებას, სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებასა და გავრცელებას”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.