ლაშა ნაცვლიშვილი: თავისუფალი მედიის ფლაგმანმა, „ფორმულამ“ ჩემი წერილობითი პასუხი მკაცრ ცენზურას დაუქვემდებარა

„თავისუფალი მედიის ფლაგმანმა, „ფორმულამ“, ასლან აბაშიძისა და მიშა სააკაშვილის ხელში ნაწრთობი საჭრეთლის გამოყენებით, ჩემი წერილობითი პასუხი მკაცრ ცენზურას დაუქვემდებარა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი წერს.

ნაცვლიშვილი მიმოწერის სქრინს აქვეყნებს.

„ვინაიდან თავისუფალი მედიის ფლაგმანმა – „ფორმულამ“, ასლან აბაშიძისა და მიშა სააკაშვილის ხელში ნაწრთობი საჭრეთლის გამოყენებით, ჩემი წერილობითი პასუხი მკაცრ ცენზურას დაუქვემდებარა, კუპიურებით გაუშვა (კეზერაშვილის ფულს არ ვგულისხმობ ამჯერად) და საკუთარი მცირერიცხოვანი მაყურებლის უფლებები დაარღვია, ამ უკანასკნელთა მედიაადვოკატირების მიზნით, გთავაზობთ ჩვენი ეპისტოლარული შედევრის სქრინს“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე და „ფორმულას“ ჟურნალისტთან თავის სრულ მიმოწერას ასაჯაროებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები