გია ვოლსკი: 20 ივნისს დაგეგმილი აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავს
“20 ივნისს დაგეგმილი აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ რთული ვითარების შექმნის შემთხვევაში კანონდამცველები თავიანთ სიმაღლეზე იქნებიან.
“თუ ზეიმობენ ერთი წლის თავს, როგორ მოახდინეს დაძაბულობის პროვოცირება, მე მგონი, ამაში სატრაბახო არც არაფერი აქვთ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს ეს დაგეგმილი ღონისძიებაც. რთული სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, მაგრამ იმედია, რომ კანონდამცველები თავიანთ სიმაღლეზე იქნებიან”, – განაცხადა ვოლსკიმ.