თენგიზ მირზაშვილის პასტელით შესრულებული ნამუშევრები
გალერეა „შარდენი“ ნაწილობრივ აღადგენს მუშაობას კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამავე დროს განაგრძობს კოლექციების წარმოდგენას ინტერნეტით.
მსურველს შესაძლებლობა ეძლევა, შეიძინოს ხელოვნების ნიმუშები როგორც ონლაინ, ასევე გალერეაში, დირექციასთან შეთანხმებით.
„ვაგრძელებთ თენგიზ მირზაშვილის (1934-2008), პასტელით შესრულებული ნამუშევრების დათვალიერებას, რომლებიც გალერეა „შარდენშია“ წარმოდგენილი“, – აღნიშნულია გალერეის ფეისბუქგვერდზე.
გალერეა მუშაობს ყოველ დღე, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე.